სასწავლო პროექტის გეგმა
1.
|
პროექტის სახელწოდება:
|
New Year Celebration in
Different Countries.
|
2.
|
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1-2 წინადადებით:
|
გავეცნოთ თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
როგორი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები აქვთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს.
|
3.
|
პროექტის აქტუალობა:
|
გამომდინარე იქედან, რომ ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია,
რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით ეგებებიან, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა
იცოდნენ როგორ აღინიშნება ის სხვადასხვა ქვეყანაში.
|
4.
|
პროექტის მიზნები:
|
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ინგლისურ ენაზე სწორად ჩამოაყალიბონ
აზრები, აღწერონ და ისაუბრონ არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის საახალწლო ტრადიციების
შესახებ, არამედ სხვა ქვეყნების შესახებაც.
|
5.
|
მონაწილეთა ასაკი:
|
13-14 წელი
|
6.
|
ვადები/ხანგრძლივობა:
|
2-3 კვირა
|
7.
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
|
მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. გარდა
გეოგრაფიული მდებარეობისა, მოსახლეობის რაოდენობისა თუ ფართობის ცოდნისა, იგებენ
უფრო მეტ და საინტერესო ამბებს.
|
8.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები:
|
Power Point პროექტორი
|
9.
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
|
სად როდის აღინიშნება და რამდენ ხანს გრძელდება ახალი წლის დღესასწაული?
რომელი ქვეყანა გავს ტრადიციებით საქართველოს?
რით გავს ბრიტანეთის “Firs
Footing” ქართველების „ბედობა“ ს? რომელი ქვეყანა ხვდება ახალ
წელს ყველაზე გრანდიოზული ფეიერვერკით? როგორია საახალწლო სუფრა? და ა. შ.
|
10.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
|
პროექტის თემა ახლო კავშირშია გეოგრაფიის საგანთან. აქედან გამომდინარე,
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამ საგანში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. მოსწავლეები
აკეთებენ თითოეული ქვეყნის რუქას თაბახზე, ან ფორმატის ფურცლებზე გაკეთებულს, ასევე
სიმბოლოს. წერენ და/ან ხატავენ ახალ წელთან დაკავშირებულ ტრადიციებს, აფორმებენ ლამაზი
სურათებით და საინტერესოს ხდიან საკუთარ ნამუშევრებს.
|
11.
|
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი):
|
ნინო შონია
|
12.
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
|
Ninuka.333@gmail.com
|
13.
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
|
http://ninoshoniainglisuri.blogspot.com/
|
Комментариев нет:
Отправить комментарий